Sunday, October 26, 2014

მოდულიVI

გავაგრძელეთ მუშაობა სასწავლო პროექტის გეგმაზე და შევავსეთ

  • საბაზო ჩვევების გრაფები
  • სასწავლო პროცედურები დიფერენცირებული სწავლებისათვის

Saturday, October 25, 2014

მოდული V

ტრეინინგის მსვლელობისას ვისწავლეთ რუბრიკის შექმნა.გადავათვალიერეთ მზა რუბრიკები.შევქმენით ჩვენი რუბრიკა ,რითიც უნდა შევაფასო მოსწავლეების მომზადებული ბუკლეტი.

შევავსეთ სასწავლო პროექტების გეგმის რამდენიმე ნაწილი.მათ შორის შეფასების გეგმა და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზები.

დღეს შექმნილი ახალი საქაღალდეები გადავიტანე დრაივზე.

Sunday, October 19, 2014

მოდულიIV

რესურსებიდან დავათვალიერეთ zip ფაილები.ვნახე მოსწავლეების ნამუშევრები სხვადასხვა საფეხურზე,საინტერესო იყო მოსწავლეების ნიმუშები ცალკეულ საგნებში.
მოსწავლის თვალთახედვიდან შევქმენი ბუკლეტი.გავაფორმე და გადავიტანე დრაივზე.

ბუკლეტის დასრულების შემდეგ მივუბრუნდით ბლოგს და ვისწავლეთ გვერდების გახსნა და თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა ჩამონათვალის დახარისხება,პირადი ინფორმაციის შეტანა,სურათების ჩამოტვირთვა და საბოლოო სახით გამოქვეყნება.

როგორც ყველა მოდულისას ტრენერმა ხათუნა ნანობაშვილმა ნასწავლის მასალის გასამტკიცებლად  მოგვცა დრო და დამოუკიდებლად გავაკეთე სსაცდელი გვერდი.          

Saturday, October 18, 2014

მოდული III

ვნახეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.ელექტრონული წიგნის მეშვეობით გავაკეთეთ პროექტის გეგმა.
შევინახეთ საქაღალდეში.საქაღალდე გადავიტანეთ დრაივზე.ასევე დავასრულეთ power point-ი და ვისწავლე ბლოგზე  მისი ატვირთვა.მოვახდინეთ ნასწავლი მასალის განმტკიცება,დამოუკიდებლად ხელახლა მოვსინჯეთ მისი ატვირთვა,რააც წარმატებით შევძელი.

Tuesday, October 14, 2014

მოდულიII


ვიმუშავეთ ბლოგზე.განვიხილეთ ბლოგის მენიუს საშუალებით,როგორ მოვახდინო სხვადასხვა ოპერაციების შესრულება.ვისწავლე:
  • ბლოგის დიზაინის შექმნა ან არსებულის შეცვლა
  • მთავარ გვერდზე ინფორმაციის დამატება-გამოჩენა
  • არსებული ინფორმაციის რედაქტირება-წაშლა.
ვიმუშავეთ სასწავლო წლის გეგმაზე,შევიტანეთ ინფორმაციები


Sunday, October 12, 2014

მოდული I

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის მიზანსკომპანია ინტელის მიერ წარმოდგენილ სახელმძღვანელოს - "პროექტებოთ სწავლება".  შევქმენით ტრენინგების მასალების ამსახველი საქაღალდემასში განვათავსეთ კონკრეტული მიმართულებების შესაგროვებლდ საჭირო საქაღალდეები:
  • კურსის რესურსები
  • მოსწავლის ნიმუში
  • სასწავლო პროგრამის გეგმა
  • სასწავლო პროგრამის დამხმარე
  • სურათები აუდიო ვიდეო
  • შეფასებები

 ამის შემდეგ გავეცანით სახელმძღვანელოს სტრუქტურას და მისი გამოყენების შესაძლებლობებსგავეცანით სხვადასხვა მასალებს პროექტებიდან და რესურსებიდან.
ამის შემდეგ გავხსენით ბლოგი.
შემდეგ შევისწავლეთ ბუკლეტის შექმნავიპოვეთ ბუკლეტის ნიმუში სახელმძღვანელოს რესურსებშიშემდეგ გავეცანით უკვე არსებული ბუკლეტის ნიმუშსავირჩიეთ და ჩვენს მიერ შექმნილ სურათების საქაღალდეში მოვათავსეთ ჩვენი საგნისათვის შესაფერისი სურათებიშემდეგ ნიმუშის მიხედვით შევავსეთ ბუკლეტი და მოვათვსეთ ჩვენს მიერ შერჩეული სურათები.